
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგებიის კომპანია აგრძელებს თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს
2013-08-23
“საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მძღოლ-სპეციალისტებს, ჩაუტარდათ ორ დღიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრეინინგი. რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ნაწილს, რის შედეგადაც მძღოლები დაეუფლებიან ავტომობილი MAN-ის ეფექტურად მართვის ძირითად პრინციპებს. აღნიშნული ტრეინინგი ჩაატარეს გერმანელმა სპეციალისტებმა „თეგეტა მოტორსი“-ს სათავო ოფისში. მძღოლ-სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლების დასტურად გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.
" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.