გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს სერვისის სფეროში ტრეინინგი ჩაუტარდათ


2013-07-18

 „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სერვის ცენტრების თანამშრომლებმა 3 დღიანი ტრენინგების გაიარეს   წყალმომარგების კომპანიის  ტრენინგ-ცენტრში.წყალმომარაგების კომპანიამ ჩაატარა რეგიონის სერვისის საჭიროებათა კვლევა, რომლის   შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ის აქტუალური პრობლემები, რომლებიც საჭიროებდა ტრენინგების დაგეგმვას თანამშრომელთა პიროვნული და პროფესიული ზრდის თვალსაზრისით.აღნიშნულ ტრენინგზე, რომელიც ადამიანური რესურსების შერჩევის და განვითარების განყოფილების სპეციალისტებმა ჩაატარეს, წყალმომარაგების კომპანიის სერვის-ცენტრების   თანამშრომლებმა ცოდნა რამდენიმე მიმართულებით გაიღრმავეს:  შიდა მენეჯმენტის სპეციფიკა, ეფექტური კომუნიკაცია, გუნდური პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა,  მართვის საბაზისო უნარები.ტრენინგების სერია გაგრძელდება და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ყველა სხვა რეგიონის სერვის-ცენტრების თანამშრომელს ჩაუტარდება.




სიახლეები