საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადება


2018-12-01

ქალაქ ქუთაისში, სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აღმოიფხვრა და საღამოს 17.30 საათიდან მოსახლეობა წყალმომარაგებას ჩვეულ რეჟიმში მიიღებს.

30 ნოემბერს, ქუთაისში ძლიერმა ქარმა, რამოდენიმე უბანზე, წყალმომარაგების შეფერხება გამოიწვია. კერძოდ, დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტრო ხაზები და მუხიანისა და ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობების ჩართვა ვერ ხერხდებოდა. ადგილობრივი სერვის ცენტრის ენერგეტიკული და ტექნიკური სამსახურის მიერ 24 საათის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები ფორსმაჟორულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლებმა სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელეს და შედეგად, ამჟამინდელი მდგომარეობით, სასმელი წყლის მიწოდება აღდგა. 30 000–მდე ადგილობრივი მცხოვრები 17.30 საათიდან წყალს გარფიკის შესაბამისად მიიღებს.




სიახლეები