ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის წყალმომარაგების 60-მილიონიან კონტრაქტს ხელი მოეწერა


2013-07-04

 დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კონტრაქტორ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც ქუთაისში, ფოთსა და ანაკლიაში სასმელი წყლის სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.კონტრაქტზე ხელმოწერის ცერემონიალი ქუთაისში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ოფისში შედგა. ცერემონიალს დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, ქუთაისისა და ფოთის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ქუთაისისა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატები - გუბაზ სანიკიძე და ეკა ბესელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე.კონტრაქტის ღირებულება 59,5 მილიონი ლარია. ტენდერში გამარჯვებულია ესპანური კომპანია "Cobra Instalaciones y Servicios SA" (“კობრა ინსტალაციონეს ი სერვისიოს“). პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამი ქალაქის - ქუთაისის, ფოთისა და ანაკლიის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება. აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, 96 კმ-ზე გაკეთდება წყალმომარაგების მილები. 5 ადგილას აშენდება რკინა-ბეტონის წყლის რეზერვუარები საერთო სიმძლავრით 35 000 მ/კუბ. ასევე, პროექტი მოიცავს 4 სატუმბი სადგურის (საერთო სიმძლავრით 4 516მ³/სთ) მშენებლობას და წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.

პროექტის მიხედვით, ქუთაისში განხორციელდება 26 422 935 ლარის ღირებულების სამუშაოები, რის შედეგადაც 14 000 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება, ხოლო 36 000 ოჯახს - გაუმჯობესებული წყალმომარაგება.

პროექტის ფარგლებში მოხდება:

• ორი სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია 465მ³ - ვაჟა-ფშაველასა (348მ³) და კლდიაშვილზე (117მ³) ;

• 4 ახალი რეზერვუარის მშენებლობა დაახლოებით 15,000მ³ სიმძლავრის ვაჟა-ფშაველაზე (2X3,500მ³), 183000, თეთრამიწაზე (2x2,000მ³) და ტელე ანძაზე (1x1,000m³);

• გადამცემი მაგისტრალური მილსადენის და სადისტრიბუციო ქსელის მშენებლობა 52 კმ.

• დაახლოებით 40,000 ცალი მრიცხველის, მილის, ფიტინგის და ა.შ. მონტაჟი საცხოვრებელ კორპუსებში წყლის მოხმარების აღრიცხვის მიზნით.

ფოთში პროექტის ფარგლებში განხორციელდება 21 124 361 ლარის ღირებულების სამუშაოები, რის შემდეგაც ქალაქ ფოთის მოსახლეობა 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.

პროექტით ფოთში განსაზღვრულია შემდეგი სამუშაოების შესრულებაЖ

• ნაბადაში ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა 14 ტუმბოთი, საერთო სიმძლავრით 3,703 მ3/სთ;

• ახალი მართკუთხა ფორმის რეზერვუარის (583,000 მ3) მშენებლობა ნაბადას ტერიტორიის აღმოსავლეთით;

• 3,380 მ3/სთ სიმძლავრის ახალი ტუმბოების და 22 კმ მილების მოწოდება და მონტაჟი 29 ჭაბურღილისთვის; ელექტროენერგიის მომარაგება, საკონტროლო კაბელები და მართვის კარადები;

• ახალი წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება, ისევე, როგორც ექსპლუატაციაში მონაწილე პერსონალის ტრენინგი.

ანაკლიაში პროექტის ფარგლებში შესრულდება 11 966 144 ლარის ღირებულების სამუშაოები, რის შემდეგაც ანაკლიის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

• დაახლოებით 8000მ³ სიმძლავრის რეზერვუარის მშენებლობა (ორი წრიული რეზერვუარის, თითო - 4 000მ³ ) დარჩელში.

• ახალი სატუმბი სადგურის საერთო სიდიდით 348 m3/h

• გადამცემი მაგისტრალური ხაზის მშენებლობა ორი ჭაბურღილიდან კახათის და ინგირის 9სამხრეთ ზუგდიდში0 ახალ რეზერვუარამდე დარჩელში, რომლის სიგრძეც არის დაახლოებით 14 კმ. ასევე, დარჩელის რეზერვუარიდან განმუხურისა და ანაკლიის ქსელებამდე დაახლოებით 8კმ.




სიახლეები