კურორტ აბასთუმანის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება


2018-11-16

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბასთუმანში წყალმომარაგების სისტემის პირველი ეტაპის სამუშაოებს იწყებს. 
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და კომპანია ,,ბილდინგ-დეველოპერ’’-ის წარმომადგენელმა დავით ბექაურმა.

მხარეებმა ისაუბრეს პროექტით გათვალისიწინებული სამუაშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულების მნიშვნელობაზე.  შეხვედრას კომპანიის დირექტორის მოადგილეები ესწრებოდნენ. 
სეზონურად, კურორტზე წვიმიანი ამინდების გამო, წყალი ხშირად იმღვრეოდა და აბასთუმანს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები აღმოიფხვრება, რაც ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. 

სამუშაოები ითვალისწინებს სათავე ნაგებობების, მაგისტრალური მილსადენებისა და სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას. ასევე,  არსებული რეზერვუარების სრულ რეაბილიტაციას და ახლის მშენებლობას.

„მინდა აღვნიშნო, რომ აბასთუმანი ათწლეულების განმავლობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი თავისი საკუროტო დატვირთვით. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კურორტის წყალმომარაგების საკითხი. შესაბამისად, ვეცდებით, პროექტი დაჩქარებულ ვადებში განვახორციელოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ არსებული პრობლემა და შევქმნათ წყალმომარაგება-წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა’’-განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ. 




სიახლეები