გერგეტში 1000-მდე ადგილობრივს წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდა


2018-11-12

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გერგეტში წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაასრულა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად, გერგეტში მცხოვრებ 1000-მდე ადგილობრივს წყლის მიწოდების მრავალწლიანი პრობლემა მოუგვარდა და მოსახლეობა ხარისხიან სასმელ წყალს სტაბილურად მიიღებს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებს მუშაობა საკმაოდ რთულ რელიეფურ პირობებში უხდებოდათ. სამუშაოები ითვალისწინებდა წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენისა და წყლის შემკრები რეზერვუარის მოწყობას.

გერგეტის მოსახლეობას წყალმომარაგება უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, მაგრამ უხვი ნალექის დროს წყალი ხშირად იმღვრეოდა, ღია შენაკადებით მიედინებოდა და მოსახლეობისთვის წყლის შეფერხებით მიწოდებას იწვევდა. აღნიშნული პრობლემა ჩატარებული სამუშაოებით აღმოიფხვრა.




სიახლეები