კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა მრიცხველის შესამოწმებელი სტენდი გახსნა
2013-05-25
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთის (ზაჰესი) და ქუთაისის სერვის ცენტრების ტერიტორიაზე დღეიდან ფუნქციონირება დაიწყო წყლის მრიცხველის შესამოწმებელმა სპეციალიზირებულმა ლაბორატორიებმა. ლაბორატორია საშუალებას იძლევა მომხმარებელმა და ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, გაარკვიოს საკუთარი წყლის მრიცხველის მუშაობის სიზუსტე და დადგენილი წესით მიიღოს ოფიციალური ცნობა მრიცხველის ვარგისიანობისა და ცდომილების შესახებ. მრიცხველის შემოწმება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს. მომსახურება ფასიანია და მილის დიამეტრების მიხედვით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მსგავსი ლაბორატორია დღემდე არ არსებობდა. მეტროლოგიურ ლაბორატორიას - სტენდს ემსახურებიან კომპანიის და საქსტანდარტის სპეციალისტები.