ასპინძაში მცხოვრები 800-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა
მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
ამჯერად, კომპანიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხანდო-ასპინძის 5 კმ-იანი მაგისტრალისა და სათავე ნავებობის რეაბილიტაცია დაასრულა. სამუშაოების შედეგად, წყლის დებიტი გაიზარდა და დაბა ასპინძაში მცხოვრებ 800-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
ასპინძის მაცხოვრებლებს ათეული წლებია სასმელი წყალი 2-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. უახლოეს მომავალში, წყალმომარაგების რაციონალურად გამოყენების მიზნით, აბონენტების ინდივიდუალური გამრიცვხელიანებაც დასრულდება. შედეგად, მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფილიალმა განახორციელა.