
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უმსიხვილეს დამსაქმებელთა ათეულშია
„ილიაუნის ბიზნეს რევიუ-ს“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დამსაქმებელთა ათეულშია. კომპანიაში ამჟამად 2500-მდე ადამიანია დასაქმებული. კვლევა სახელწოდებით ,საქართველოს ტოპ 100 დამსაქმებელი კომპანია’’ ყოველწლიურად ქვეყნდება და იგი „საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა.
უმსიხვილესი დამსაქმებელთა კომპანიების ათეული ასე გამოიყურება:
1. სს საქართველოს რკინიგზა - რკინიგზის სამგზავრო ტრანსპორტი;
2. შპს ჯორჯიან მანგანეზი - თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოება;
3. სს ენერგო - პრო ჯორჯია ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსურების მიერ;
4. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია - მეტროპოლიტენის საქმიანობა;
5. შპს ჯეო ჰოსპიტალს - ფართო პროფილისა და სპეციალიზებული საავადმყოფოების საქმიანობა;
6. შპს თბილსერვის ჯგუფი - სანიტარული მომსახურება, გასუფთავება დაბინძურებისაგან და ანალოგიური მომსახურება;
7. სს სილქნეტი - ელექტროკავშირი
8. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - წყლის დაგროვება, გაწმენდა და განაწილება;
9. შპს რუსთავის აზოტი - მინერალური სასუქების წარმოება;
10. სს თელასი - ელექტროენერგიის განაწილება და გაყიდვა;