სარეაბილიტაციო სამუშაოები კახეთში


2013-04-01

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა თელავში მდინარე თურდოზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. მდინარეზე მიმდინარეობს წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც შარშან კახეთში მომხდარი სტიქიის დროს დაზიანდა. კომპანია „შარა“ ობიექტზე ერთდროულად ორი მიმართულებით მუშაობს: აწარმოებს მასშტაბურ სამუშაოს, რათა გაზაფხულზე ადიდებული მდინარისგან წყლის მილის დაცვა მოხდეს და ამავდროულად, კეთდება დამცავი ჯებირი, რაც მდინარის ადიდების შემთხვევაში, მიმდებარე ტერიტორიას დატბორვისგან დაიცავს. მთლიანად, აღნიშნულ პროექტზე 628 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო სამუშაოზე უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მათ, ასევე, მოინახულეს საფილტრი ნაგებობა, საიდანაც თელაველებს სასმელი წყალი მიეწოდებათ.




სიახლეები