გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა


2018-10-02

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგიონული დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც, 20-მდე მსხვილ დამსაქმებელ ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის ფილიალმა.

ფორუმის ფარგლებში 200-მდე სამუშაოს მაძიებელს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა რეგიონში მოქმედ კომპანიებს, დამსაქმებელთა შემოთავაზებებსა და მათი აქტიური ვაკანსიების შესახებ მიეღო ინფორმაცია.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა სამუშაოს მაძიებელთაგან ორი ბენეფიციარი შეარჩიეს, მათი დასაქმება აღმრიცხველისა და რეგიონის მთავარი ენერგეტიკის პოზიციებზე იგეგმება.

დასაქმების პროგრამის მიზანია ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს არსებულ ვაკანსიებთან წვდომა გაუადვილოს, ხოლო დამსაქმებლებს კი ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებაში დაეხმაროს. პროგრამა ხელს უწყობს მეწარმეობისათვის საჭირო უნარების განვითარებას, ახალგაზრდებისა და ქალების დასაქმებას, ასახავს RDFG-ის სახელმძღვანელო პრინციპებს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ინოვაცია.

ფორუმი გაიმართა ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG)-ის დასაქმების პროგრამის ფარგლებში და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით.




სიახლეები