კომპანიის მენეჯმენტმა ჟინვალის წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხებზე იმსჯელა


2018-09-26

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მოსმენაზე,  ჟინვალის წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხები განიხილა და პრობლემის გადაწყვეტის გზებზე იმსჯელა.

ჟინვალ-თბილისის საკანალიზაციო გამყვანი კოლექტორის მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო, თუმცა სამუშაოები არ დასრულებულა. შესაბამისად, საჭიროა ახალი გადაწყევტილება არაგვის ხეობის სანიტარული ზონის დასაცავად, ვინაიდან აღნიშნული ხეობა წარმოადგენს ქ. თბილისის წყალმომარაგების ერთადერთ წყაროს.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა პირველ ეტაპზე აუცილებელია არსებული მდგომარეობის შესწავლა, სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა, რის შემდეგაც შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიება უნდა დაისწყოს.

კომპანიის დირექტორის ეკატერინე გალდავას განცხადებით, საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის კუთხით. ,,კომპანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით სტრატეგიული მნიშვნელობის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალარინების გამწმენდ ნაგებობებს აშენებს, პროექტები სრულად პასუხობს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებთან ‘’ურბანული  ჩამდინარე  წყლის გაწმენდის შესახებ’’, რაც 2030 წლისთვის ამ სფეროს სრულად განვითარებას გულისხმობს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შესაბამისი სახელმწიფო და კერძო სუბიექტების მონაწილეობით მორიგი სამუშაო შევხედრა გაიმართება, სადაც პრობლემის გადაჭრის კონკრეტულ გზების მოძიებაზე იმსჯელებენ.




სიახლეები