კომპანიის მენეჯმენტმა წყალმომარაგების საკითხები ურეკში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა


2018-09-21

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ზაზა სიხარულიძე და გურიის გუბერნატორი, ზურაბ ნასარაია ურეკში მცხოვრებ მცირე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ტურისტული ობიექტების მფლობელებთან ერთად წყალმომარაგების კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ამ ეტაპზე, ურეკში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ურეკს ექნება ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ისარგებლებენ.

გარდა ამისა, 2019 წლის მარტში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ანასეულის მოსახლეობის 24-საათიანი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად   წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას დაიწყებს.




სიახლეები