არჩილ ცაბუტაშვილი შვეიცარიაში იმყოფებოდა


2013-01-28

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, არჩილ ცაბუტაშვილი შვეიცარიაში იმყოფებოდა, იმყოფებოდა, სადაც „მდგრადი ინფრასტრუქტურის დაფინანსების საკითხების შესახებ“ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ქართულ დელეგაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია ხელმძღვანელობდა.

კონფერენცია, რომელის მიზანიც ინფრასტრუქტურულ საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა თავშეყრა და მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების მეთოდების განხილვა გახლდათ, "Global Energy Basel"-ის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა საკითხებძე 10 სამუშაო ჯგუფი მუშაობდა. საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა შემდეგ პანელებში მიიღო:

  1. მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმარების მეთოდოლოგია;
  2. წყლისა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხები;
  3. ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელების დროს სხვადასხვა მომიჯნავე სფეროებთან კოორდინირების საკითხები;
  4. ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებისათვის საჭირო სახსრების მოძიებისა და განკარგვის საკითხები.

კონფერენციის მონაწილეებს ღონისძიების ფარგლებში ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარები, ინფორმაციის გაცვლისა და კავშირების დამყარების საშუალება ჰქონდათ.




სიახლეები