სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის ახალი რეგიონული ხელმძღვანელი


2013-01-11

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის წყალმომარაგების ახალი რეგიონული ხელმძღვანელი შოთა ოდიშარია წარადგინა.
გარდა ამისა, მან ნოსირის სათავე ნაგებობა და სასმელი წყლის დიაგნოსტიკის ცენტრი დაათვალიერა.

შეხვედრაზე 2013 წლის მასშტაბური პროექტები განიხილეს, რომლებიც აზიის განვითარებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უნდა განხორციელდეს.

"დაგეგმილია ათეულობით მილიონი ლარის დახარჯვა, აშენდება სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, რეზერვუარები, დაიდგმება ახალი ტუმბო დანადგარები, მოეწყობა თანამედროვე ტიპის ლაბორატორიები. პროექტების საკმაოდ მასშტაბურია, რომელიც 2013-2016 წლებში უნდა განხორციელდეს, რაც საბოლოო ჯამში, სამეგრელო ზემო სვანეთისა და გურიის 24-საათიან უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს", - განაცხადა არჩილ ცაბუტაშვილმა. 




სიახლეები