ზემო ბოდბეში მცხოვრებ 1000-მდე ადამიანს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება
2018-09-12
საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
ამ ეტაპზე, წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში მიმდინარეობს. მთლიანად იცვლება მოძველებული მილები და მოეწყობა აღრიცხვის კვანძები.
სოფელ ზემო ბოდბის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა, წყალი დღის განმავლობაში 3 საათით მიეწოდებოდა. მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1000-მდე ადგილობრივს წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება და 18 საათიანი გრაფიკით მიიღებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკუთარი რესურსით ახორციელებს.