ბაკურიანში 20-მდე ტურისტული ობიექტი დამსვენებლებს წყალარინების ახალი ქსელით მოემსახურება


2018-09-11

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ტურისტულ ზონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ქსელების მოწესრიგებას აგრძელებს.

ამჯერად, დაბა ბაკურიანში დამატებით 20-მდე ტურისტულ ობიექტზე ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო. შედეგად, დამსვენებლებს ზამთრის კურორტი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით მოემსახურება.

ტურისტულ ობიექტებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, გამომდინარე აქედან საკანალიზაციო სისტემის გამართული ფუნქციონირებითვის ქსელი განვითარებას საჭიროებდა. მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული ობიექტებია განთავსებული წყალარინების ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა.

სამუშაოები კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ფილიალმა უკვე დაასრულა.




სიახლეები