28 ქალაქში წყალმომარაგების სამშენებლო სამუშაოები დაიწყება


2013-01-15

საქართველოს გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიის გენერალური დირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 28 მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვადები და შედეგები.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის არჩილ ცაბუტაშვილის განცხადებით, 2013 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკთან დაგეგმილია ახალი სესხის გაფორმება. აღნიშნული თანხის ფარგლებში დაგეგმილია 28 ქალაქში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.




სიახლეები