არჩილ ცაბუტაშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა


2012-12-11

აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები საქართველოს 4 დღიანი სამუშაო ვიზიტით სტუმრობენ. სამუშაო ჯგუფის წევრები ამიერკავკასიის რეგიონების კურატორები არიან.
მათი პირველი შეხვედრა დღეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გაიმართა. ჯგუფის წევრები გაეცნენ კომპანიის ახლად დანიშნულ გენერალურ დირექტორს არჩილ ცაბუტაშვილს და მის მოადგილეებს.
შეხვედრის ფარგლებში კომპანიის ხელმძღვანელობამ განიხილა მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომელიც ქუთაისის, ფოთის, ანაკლიის და მესტიის უწყვეტ, სტაბილურ წყალმომარაგებას ისახავს მიზნად.
„კომპანიაში მენეჯმენტის და სტრუქტურის შეცვლა არ შეაფერხებს დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. დაგეგმილი პროექტების დაჩქარებულ ვადებში განხორციელება ჩვენი აუცილებელი პირობაა.“ - განაცხადა არჩილ ცაბუტაშვილმა.
 




სიახლეები