გერმანულ კომპანია ,,P2M”- თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა


2018-08-15

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და კიდევ ერთ გერმანულ საკონსულტაციო კომპანია ,,P2M”-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.  შესაბამის დოკუმენტს ხელი კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და გერმანულ კომპანია ,,P2M”-ის მმართველმა დირექტორმა ჰუბერტუს სოფერთიმ მოაწერეს.

ხელშეკრულების საფუძველზე, საკონსულტაციო კომპანია სტეფანწმინდის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას მოამზადებს.

კვლევის დასრულების შემდეგ, დეტალური საპროექტო სამუშაოები დაიწყება. ხოლო, აღნიშნული ეტაპების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია სტეფანწმინდის წყალმომარაგება-წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე, აშენდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები. აღნიშნული ობიექტები ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებენ, რაც შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს და ხელს შეუწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას.

,,P2M”-ის საკონსულტაციო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არა ერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.

 




სიახლეები