ლაგოდეხის წყლის სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო


2018-08-13

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიუანებული წყალმომარაგების კომპანიამ ლაგოდეხში წყალმომარაგების აღდგენის უზრუნველსაყოფად წყლის სათავე ნაგებობის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

პარალელურად, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანების საშუალებით აწვდის. წყალმომარაგების აღდგენამდე,   წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მომარაგდებიან.

ძლიერი წვიმის შედეგად ლაგოდეხსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი ძირითადი პრობლემები აღმოფხვრილია. ხევებში წყლის დონემ იკლო.

უამინდობამ პრობლემები წყალმომარაგების კუთხით ქ. ლაგოდეხსა და რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც შექმნა. ამ დროისთვის აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობაზე, რათა უმოკლეს დროში წყალმომარაგება აღდგეს.

ადგილზე მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და საავარიო ჯგუფები.




სიახლეები