ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ახალი პროექტი დაიწყო


2012-09-16

ნოემბრიდან ქუთაისში ახალი, ფართო მასშტაბის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება იწყება.
დღეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა და მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ჯიქია ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ და   პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები და საბოლოო შედეგები ქუთაისლებს გააცნეს.
აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი ითვალისწინებს:
•    ვაჟა–ფშაველას ქუჩაზე არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციას
•    ვაჟა–ფშაველას სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას
•    თეთრამიწის რეზერვუარის მშენებლობას
•    კლდიაშვილის ქუჩაზე სატუმბი სადგურის მშენებლობას
•     ტელეანძასთან 1000მ3 რეზერვუარის მშენებლობას
•    წყალმომარაგების მაგისტრალური ხაზებისა და შიდა ქსელის, ჯამური სიგრძით 52 კმ მშენებლობას
•    მაღალსართულიან კორპუსებში  40 000 კერძო აბონენტის გამრიცხველიანებას
•    მაღალსართულიან კორპუსებში დგარებისა და მწოლანების რეაბილიტაციას
ახალი ქსელი მოეწყობას:
•    ვაჟა–ფშაველას რეზერვუარიდან თეთრამიწის რეზერვუარამდე – 1530 მ;
•    თეთრამიწის რეზერვუარიდან კლდიაშვილის რეზერვუარამდე – 3500 მ;
•    თეთრამიწის რეზერვუარიდან ჭომის დასახლებაში – 2300 მ;
პროექტი 2014 წელს დასრულდება და 2015 წელს ქუთაისის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგების  24 საათიან რეჟიმზე გადავა.
 




სიახლეები