მარნეულსა და ბოლნისში წყალმომარაგება-წყლარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა


2018-08-09

მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი მიმდინარეობს. სატენდერო წინადადებების მიღების ვადა 13 აგვისტოს იწურება. საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის მიღება პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან შეეძლებათ.

მშენებლობას ADB ,,ურბანული მომსახურებების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის’’ ფარგლებში დააფინანსებს.   პროექტს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. სამუშაოების დაწყება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

მარნეულის მოსახლეობას   ათეული წლებია სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება, ამორტიზებულია წყალარინების სისტემაც.

მასშტაბური სამუშაოების დასრულების შედეგად, ადგილობრივი მაცხოვრებლები   წყალმომარაგებისა და წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.




სიახლეები