ოზურგეთში „წყლის ფესტივალი“ გაიმართა


2012-09-17

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ორგანიზებული ფესტივალი მიზნად ისახავდა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საქმიანობის პოპულარიზაციას და ოზურგეთის მოსახლეობის ინფორმირებას კომპანიის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ.

ოზურგეთის ცენტრში, მთელი დღის განმავლობაში, სასმელი წყლის უდანაკარგოდ მომხმარების აუცილებლობის თემაზე გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. ფესტივალი გვიან ღამით ჯგუფ „ბანდეროლის“ კონცერტით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა




სიახლეები