ხაშურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების საჯარო განხილვა მოეწყო


2018-08-07

ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების წინასწარი გარემოსდაცვითი კვლევისა და სოციალური გარემოს შეფასების საკითხებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს და სამომავლოდ პროექტით დასახული პერსპექტივები განიხილეს.

ხაშურის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები მოძველებულია, რაც მოსახლეობას პრობლემებს უქმნის. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, მასშტაბური სამუშაოები 2019 წელს დაიწყება. დაგეგმილია წყალმომარაგებისა და წყალარინების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტს საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) დააფინანსებს. ამ დროისთვის საპროექტო და საკვლევ-საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი შექმნის ახალი სამუშაო ადგილებისა და ობიექტებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.




სიახლეები