წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაბა სურამში


2012-08-30

დღეს, 30 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან შიდა ქართლის რეგიონში სულხან სიბაშვილსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ირაკლი კვაშილავასთან ერთად დაბა სურამში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სურამის მოსახლეობა ზაფხულობით წყალს 4 საათიანი, ზამთარში კი 7 საათიანი გრაფიკით იღებდა. ამასთანავე, ვერ ხერხდებოდა წყლის ფილტრაცია და შესაბამისად, სასმელი წყალი უხარისხო იყო.
 სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაბა სურამში 2012 წლის აპრილში დაიწყო და 2013 წლის მაისში დასრულდება, რის შედეგადაც დაბა სურამის მოსახლეობა წყალს 24 საათიანი გრაფიკით , უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში შეიცვლება წყლის ცენტრალური მაგისტრალის 9 კილომეტრიანი ქსელი, განახლდება წყალმომარაგების შიდა ქსელი, აშენდება ერთი სატუმბ-გადამქაჩი სადგური, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა სათავე ნაგებობა.
 პროექტზე, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება 60-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.
 




სიახლეები