წყალმომარაგების გაუმჯობესება ჭიათურაში


2012-08-27

25 აგვისტოს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტის რწმუნებულთან იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარიასთან ერთად ჭიათურაში მიმდინარე წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ჭიათურის 15 ათასიან მოსახლეობას სასმელი წყალ დღეში 4-6 საათიანი, არასტაბილური გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი სტაბილური გახდება და ჭიათურის მოსახლეობა სუფთა სასმელ წყალს დღეში 10 საათიანი გრაფიკით მიიღებს. ჭიათურის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს და მასზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. 




სიახლეები