წყალმომარაგების დარგის განვითარების საკითხებს საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა
ქვეყნის წყალმომარაგების დარგის სისტემური განვითარების საკითხებზე მსჯელობდნენ სასტუმრო ,,რუმსში’’ საჯარო სტრუქტურების, წყალმომარაგების დარგისა და უცხოური პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები. რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია კომპანია GWP -ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა, საქართველოს წყალმომარაგების სექტორის წარმომადგენლები, ასევე გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და დანიიდან მოწვეული წყალმომარაგების კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მონაწილეებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ფინანსურ საკითხებში, ირაკლი ურუშაძემ საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგების მიმართულებით გაწეული საქმიანობა, დარგის განვითარების კუთხით სამომავლო ხედვა და ამოცანები გააცნო. ისაუბრა ძირითად პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე. მათ შორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან წარმატებულ თანამშრომლობასა და აღნიშნულ საფინანსო ინსტიტუტებთან პარტნიორობის გაღმავების საკითხებზე.
კონფერენციაზე GWP -ის წარმომადგენლებმა იმ სიახლეებზე ისაუბრებს, რაც კომპანიამ საერთაშორისო ლიდერ ბრენდებთან ერთად საქართველოში დანერგა.