ფოთის მოსახლეობა სასმელ წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს


2012-07-23

ფოთის მოსახლეობა ხარისხიან წყალს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წყლის სათავე ნაგებობიდან მიიღებს.
ქალაქ ფოთის 42 ათასი მოსახლე სასმელი წყლით ნოსისრის წყლის სათავე ნაგებობიდან მარაგდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ამორტიზებული წყალმომარაგების სისტემის გამო, ფოთს წყალი არასტაბილური გრაფიკით, ყოველ მეორე დღეს, დღეში 4–5 საათი მიეწოდებოდა. შესრულებული სამუშაოების შედეგად , ფოთის მოსახლეობას ათწლეულების მანძილზე არსებული პრობლემა მოუგვარდა და ადგილობრივები საუფთა და ხარისხიან წყალს ყოველდღიურად 6 საათის განმავლობაში მიიღებენ. ხოლო 24 საათიან წყალმომარაგებაზე ფოთის მოსახლეობა სამუშაოების მესამე ეტაპის განხორციელების შედეგად გადავა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდა: ჩატარდა ჭაბურღილების რეაბილიტაცია, ნოსირის წყლის სათავე ნაგებობაზე დამონტაჟდა სატუმბი სადგურის ტუმბოები, აშენდა წყლის 2 რეზერვუარი და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საქლორატორო.
პროექტზე, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა 100–მდე ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უმრავლეობა ადგილობრივი მოსახლეა.

 




სიახლეები