თელავის მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა
2012-07-20
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა და თელავის მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგა.
შეგახსენებთ, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული იყო სათავე ნაგებობაზე წყლის დრენაჟები. მდინარე ,,ტურდოს“ ადიდებამ გამოიწვია ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება. ამის შედეგად, სრულიად თელავს შეუწყდა წყალმომარაგება.
დღეისთვის აღმოფხვრილია ყველა დაზიანება და დილის 8 საათზე თელავის ყველა უბანს და ქუჩას სასმელი წყალი უკვე მიეწოდებოდა.