წყალმომარაგების გაუმჯობესება რეგიონში


2012-07-12

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონებში დაიწყო საინფორმაციო ხასიათის აქციები. აქციის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს წყალმომარაგების სფეროში არსებული მდგომარეობის და განსახორციელებელი პროექტების შესახებ. 

ამ ეტაპზე მსგავსი სახის აქცია ჩატარდა წყალტუბოსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. უახლოეს დღეებში აქციების ჩატარება დაგეგმილია კახეთში და სამეგრელოში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება საქართველოს 17 ქალაქში.

აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, 2012 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი გადავა ყოველდღიურ წყალმომარაგების რეჟიმზე და შესაბამისად, მოსახლეობა მიიღებს სტაბილურ, უწყვეტ წყალმომარაგებას.

 

 




სიახლეები