წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ლანჩხუთში
ლანჩხუთის მოსახლეობა ხარისხიან წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს. შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა“ ირაკლი კვაშილავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს ლანჩხუთის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო.
სტაბილური წყალმომარაგება ლანჩხუთში მცხოვრები 8 300 ადამიანისთვის მრავალი წლის მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ლანჩხუთის მოსახლეობის 60% წყალს არასტაბილური გრაფიკით, კვირაში რამდენიმე საათით იღებდა. დარჩენილ 40%-ს კი სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა და ინდივიდუალური ჭის წყლით სარგებლობდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება წყლის 2 სათავე ნაგებობას, ეწყობა საქლორატოროები და იცვლება წყალმომარაგების შიდა ქსელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ლანჩხუთის მოსახლეობის 75% სუფთა და ხარისხიან წყალს 24 საათიანი გრაფიკით, უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. დარჩენილი 25% კი 24 საათიან წყალმომარაგებაზე მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი სამუშაოების შედეგად გადავა.
პროექტზე, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება 50-მდე ადამიანი დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.