გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ახალ, თანამედროვე ტიპის სერვის-ცენტრებს ხსნის
დღეს დღეობით ახალი სერვის-ცენტრები გახსნილია ხაშურში, სამტრედიაში და სენაკში. უახლეოეს პერიოდში დაემატება ბორჯომის სერვის-ცენტრიც. აღნიშნული მომსახურების ცენტრი მოსახლეობას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება და საშუალებას მისცემს აბონენტებს ოპერატიულად მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია წყალმომარაგების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ და გადაიხადონ გადასახადები. მაცხოვრებლებს დატრენინგებული სპეციალისტები მოემსახურებიან, რომლებიც ელექტრონულ ჟურნალში დააფიქსირებენ მოსახლეობის ყველა განცხადებას დაწყებული ტექნიკური პრობლემებით, დამთავრებული სულადობის კორექტირებით. მომსახურების ცენტრში 20 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდა .უახლესი, ტექნიკით აღჭურვილი თანამედროვე მომსახურების ცენტრებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მთელისაქართველოს მაშტაბით, 17 მცირეზომის საინფორმაციო ცენტრის ამოქმედებას გეგმავს, რომლებსაც იგივე ფუნქცია ექნება, რაც მომსახურების ცენტრებს. შედეგად კი, მომსახურება წყალმომარაგების დარგში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.