წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია


2012-05-07

წყალტუბოს მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება ექნება. დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა წყალტუბოს წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

სამკურნალო წყლებით მდიდარი კურორტის - წყალტუბოს მოსახლეობის ნაწილი დაზიანებული და ამორტიზებული წყალმომარაგების სისტემის გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სასმელ წყალს დღეში 2-3 საათიანი, ნაწილი კი,  5-6 საათიანი გრაფიკით, კვირაში რამდენიმე დღე იღებდა.Gპროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას, 2000 და 5000 კუბურ მეტრის მოცულობის რეზერვუარებს და სატუმბ სადგურს. გამოიცვლება 105 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.  შედეგად, წყალტუბოს მოსახლეობა და დამსვენებლები 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებენ. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა.

სამუშაოები,  საქართველოს 17 ქალაქისა დასოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების  პროექტის ფარგლებში,  ევროპისსაინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემისსარეაბილიტაციო სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შემდეგ ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარებს: ლენტეხი, ცაგერი, მარტვილი, წალენჯიხა, წყალტუბო, ოზურგეთი, ვანი, ლანჩხუთი, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, სურამი, ქარელი, კასპი, ომალო, ლაგოდეხი, სართიჭალა. სამუშაოებზესულ პირდაპირ და ირიბად 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთაუმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. აღნიშნული პროექტირეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ გეგმისნაწილია, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ყველამუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა.




სიახლეები