კომპანია კონტრაქტორისგან ფოთის წყალარინების სისტემის სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს


2018-06-18

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, მოადგილებთან - ირაკლი ურუშაძესთან და ზაზა სიხარულიძესთან ერთად, საერთაშორისო კონტრაქტორის ,,TAHAL Group“-ისა და საზედამხედველო კომპანია ,,Safege“ -ს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის თემა ფოთის წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარება და ტექნიკურ საკითხების განხილვა იყო.

კომპანიის ხელმძღვანელობამ დღეს არსებული ვითარება შეაფასა და კონტრაქტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვა მოსთხოვა.

ფოთის წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის აზიის განვითარების ბანკმა 89 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის მოსახლეობა თანამედროვე წყალარინების სისტემით ისარგებლებს.

კომპანიის ახალი მენეჯმენტი რეგიონებში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას დეტალურად ეცნობა. ადგილზე ვითარების შესწავლის პარალელურად იმართება შეხვედრები სამშენებლო და საზედამხევდელო კომპანიების წარმომდგენლებთან, რომლის მიზანი არსებული პრობლემების დროულად აღმოფხვრა და სამუშაოების ტემპის დაჩქარებაა.




სიახლეები