საზედამხედველო კომპანიებთან შეხვედრაზე პროექტების ხარისხიანად შესრულებაზე იმსჯელეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, გრიგოლ კაცია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, დირექტორის მოადგილეები ირაკლი ურუშაძე და ზაზა სიხარულიძე საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრას იმ საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების ხარისხიანად შესრულებას უწევენ მონიტორინგს.
მხარეებმა, მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესში წარმოქმნილ სირთულეებსა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. განიხილეს მიმდინარე პროექტების ტექნიკური საკითხები და საზედამხედველო კომპანიების ჩართულობა სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაში.
კომპანიის მიზანია, საზედამხედველო ორგანიზაციებთან პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილი საკითხების უმოკლეს ვადებში გადაჭრა უზრუნველყოს.