გამარჯვებული სტიპენდიანტის დაჯილდოვება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ პირველი სტიპენდიანტი გამოავლინა. გამარჯვებულ სტუდენტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა წარმატება პირადად მიულოცა.
პროექტი „გააუმჯობესე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა" საქრთველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით წამოიწყო. პროექტის მონაწილეებს, ტექნიკური უნივერსიტეტის წყლის რესურსების გამოყენების, დაცვის და წყალმომარაგების მიმართულების სტუდენტებს, რომლებსაც თეორიული კურსი გავლილი აქვთ, ევალებოდათ ერთი თვის მანძილზე შეესწავლათ საქართველოს დასახლებულ ადგილებში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხები და სქემის სახით წარმოედგინათ.
პროექტის პირველი გამარჯვებული ტქენიკური უნივერსტეტის წყალმომარაგების ფაკულტეტის სტუდენტი გივი ნადირაძე გახდა, რომელმაც წარმოადგინა „ქ. დუშეთის წყალმომარაგების გაუმჯობესების" პროექტი. კომპანია სტუდენტს მთელი წლის სწავლის საფასურს დაუფარავს, გარდა ამისა, იგი უკვე დასაქმდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
მსგავსი ტიპის კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და გამარჯვებული სტუდენტები სტიპენდიას ყოველი სემესტრის დასასრულს მიიღებენ.