ფოთის მოსახლეობა 24 საათიან გრაფიკზე გადადის


2012-04-24

ქალაქ ფოთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციახორციელდება, პროექტის დასრულების შემდეგ ფოთის მოსახლეობა წყალს ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში მიიღებს. 8 მარტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და მუნიციპალური განვითარების თავმჯდომარემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა გურამ მისაბიშვილმა მოინახულეს და დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებ ჯანჯღავების ოჯახსაც ეწვივნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ფოთში წყალმომარაგების მხრივ რთული ვითარება იყო. მოსახლეობა სასმელ წყალს ყოველ მეორე, ან მესამე დღეს 5 საათიანი გრაფიკით, შეფერხებებით და დაბალი წნევით იღებდა.

პროექტის ფარგლებში შეკეთდა ცენტრალური მაგისტრალი, აშენდა რეზერვუარი, სატუმბი სადგური, საქლორატორო. შეიცვალა წყალმომარაგების მილები, რომელთა საერთო სიგრძე 120 კმ-ია. ჩატარებული სამუშაოების და გამრიცხველიანების შედეგად მოსახლეობა სულ მალე 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

ფოთის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივები მოსახლეა.




სიახლეები