მიუნხენში, სამშენებლო ტექნოლოგიების გამოფენაზე წყალმომარაგების კომპანია მონაწილეობს


2018-05-15

14-18 მაისს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამშენებლო ტექნოლოგიების გამოფენა - ‘’IFAT 2018’’ იმართება. გამოფენას, 59 წამყვანი კომპანიის წარმომადგენლებს შორის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში ირაკლი ურუშაძე, ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ თათარაძე და კონსულტანტი ტექნიკური საკითხების მიმართულებით თეიმურაზ მათიაშვილი ესწრებიან.

ღონისძიებაზე, საერთაშორისო პარტნიორების მიწვევით, კომპანია პირველად მონაწილეობს.

გამოფენაზე   სამშენებლო ტექნოლოგიის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და ნარჩენების მართვის სფეროში შექმნილი ინოვაციური ნამუშევრებია წარმოდგენილი.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე ქვეყნები ერთმანეთს თავიანთ ხედვასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. იმსჯელებენ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტირებისა და განხორციელებისას თანამედროვე, ეფექტიანი გზების გამოყენებაზე. მათ შორის, გარემოს დაცვის კუთხით, უახლესი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის საკითხებზე.

გამოფენაზე, ინდუსტრიაში არსებული სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კომპანიები ახალი ტექნოლოგიების, სტრატეგიებისა და თანამედროვე გამოწვევების გადაჭრის კუთხით,   3000 -ზე მეტ ექსპონატს წარადგენენ.

მსოფლიო სამშენებლო ტექნოლოგიების გამოფენა ‘’IFAT 2018’’ რამდენიმე წელია იმართება.




სიახლეები