გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა მსოფლიო რბენაში მიიღეს მონაწილეობა


2018-05-08

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები საქველმოქმედო მარათონს- მსოფლიო რბენას (Wings For Life World Run 2018) შეურთდნენ.

კომპანიიდან საუკეთესო მაჩვენებელი შიდა პროექტების სამსახურის სპეციალისტმა გაბრიელ კაკუშაძემ დააფიქსირა, რომელმაც 12 კილომეტრი გაირბინა. ასევე, მაღალი შედეგები აჩვენეს კომპანიის თანამშრომლებმა - გივი ჩიტიძემ ( 9 კმ) ზურაბ ანდღულაძემ (8 კმ), გიორგი დარსაძემ (10,06 კმ ), გურამ სადუნაშვილმა (8 კმ )   და ბექა ნარიმანიძემ (10.11 კმ).

მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიება კახეთში წელს მეხუთედ ჩატარდა. სპორტულ მარათონში 7 000- მორბენალი მონაწილეობდა.

მარათონის მიზანი ზურგის ტვინის დაავადების მქონე ადამიანთა დახმარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

საქველმოქმედო გარბენი, მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად 6 კონტინენტზე და 25 ქვეყანაში გაიმართა.




სიახლეები