შეხვედრა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან


2012-03-23

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის, ათასწლეულის ფონდის და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები საქართველოში აკრედიტებული საელჩოებიდან.

ღონისძიებაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელბმა მოწვეულ სტუმრებს 2011 წელს შესრულებული საქმიანობის შედეგები გააცნეს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელმა ირაკლი კვაშილავამ 2012 წლის სამოქმედო გეგმაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმრებს იმ პროექტების ნუსხა წარუდგინა, რომელიც დონორი ორგანიზაციების დახმარებით მიმდინარე წელს წყალმომარაგების სფეროში განხორციელდება.

მოწვეულ სტუმრებს რამაზ ნიკოლაიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დონორი ორგანიზაციები წლების განმავლობაში ახორციელებენ, როგორც რეგიონული განვითარების კუთხით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროცესში.

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგნლებმა 2011 წლის მანძილზე სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და კმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ საშუალება მიეცათ პირადად მინისტრისაგან მოესმინათ ინფორმაცია სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ.

 




სიახლეები