წყლის საერთაშორისო დღეს წყალმომარაგების კომპანია ახალ საგანმანათლებლო აქციას იწყებს


2012-03-22

მსოფლიო წყლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით იწყებს საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ქვეყნის მასშტაბით 30-მდე სკოლაში გაკეთდებაწყლის კუთხე”, სადაც განთავსდება ლიტერატურა, ფოტო-მასალები და ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ წყლის რა რესურსი გააჩნია ჩვენს ქვეყანას და რა მნიშვნელობა აქვს მის მიზნობრივ მოხმარებას. A

აქციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ეტაპობრივად დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები. დაბალკლასელების აქციაში ჩასართავად და მათ დასაინტერესებლად შეიქმნება სპეციალური გასაფერადებელი ჟურნალები  “10 მიზეზი რატომ უნდა დაზოგო წყალი”.

პერიოდულად, ყველა ამ სკოლაში გაიმართება მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენაგაუფრთხილდი სასმელ წყალსდასუფთა წყალი-ჯანმრთელი მომავლის საწინდარი”.

 




სიახლეები