2012 წელს ახმეტის მოსახლეობა სასმელ წყალს უწყვეტად მიიღებს
ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ფილიალის მენეჯერთან ფარნაოზ მაყაშვილთან ერთად ახმეტის რაიონს ესტუმრა.
პეტრე ცისკარიშვილმა და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელმა შეხვედრა საბეროსა და სათიანოს უბანში გამართეს და ახმეტის რაიონის პრობლემები თავად მოსახლეობასთან ერთად დეტალურად გაიარეს.
მიმდინარე წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახმეტის რაიონის მოსახლეობის სრულ გამრიცხველიანებას გეგმავს. ასევე დაგეგმილია წყალარინების კოლექტორებზე დაზიანებული მონაკვეთებში შეცლა.
აღსანიშნავია, რომ ახმეტის მოსახლეობის 90% ყოველდღე 8-10 საათით იღებს წყალს. დანარჩენი 10%-ს კი 24 საათიანი წყალმომარაგება აქვს. 2012 წლის ბოლოს ახმეტის მოსახლეობის 100% უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა.