
ონის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება
2018-04-25
ქალაქ ონში, ჟიჟორეთის სათავე ნაგებობასთან წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება.
პროექტის ფარგლებში, დაახლობით 1, 300 მ სიგრძის მონაკვეთზე ახალი ქსელი მოეწყო. სამუშაოების დასრულების შედეგად, ონის მოსახლეობის ნაწილი, ამინდების გაუარესების პერიოდში, სასმელ წყალს გაუმჯობესებული, ხოლო 70% -ი 20-24 საათიანი გრაფიკით მიიღებს.
ონის მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები საკუთარი ძალებითა და რესურსით განახორციელა.
ამინდების გაუარესების შედეგად, ქვედრულას სათავე ნაგებობიდან წყლის დებიტის შემცირების გამო, 550-ზე მეტი ოჯახი წყალმომარაგების გარეშე რჩებოდა, ხოლო უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი დღეგამოშვებით მიეწოდებოდა.