კონკურსი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის


2012-02-13

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურ თანამშრომლობას  აგრძელებს  საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის წყალმომარაგების ფაკულტეტთან.  

კომპანიის ახალი ინიციატივით, სტუდენტებისათვის  კონკურსი გამოცხადა შემდეგ თემებზე.

1.   მდინარე შარახევის ფილტრატებზე დუშეთის წყალმომარაგების გაუმჯობესება.

2.   ბაღდათის წყალმომარაგების სათავის და გამწმენდი ნაგებობის ტექნოლოგიური გაუმჯობესება და სასმელი წყლის ხარისხის ამაღლება.

3.   ბოლნისში სასმელი წყლის დანაკარგების აღმოფხვრის მეთოდოლოგია.

კონკურსის ვადის პერიოდში, სტუდენტებს  საშუალება მიეცემათ ადგილზე ჩავიდნენ და გაეცნონ წყალმომარაგების კომპანიის სამუშაოებს, ადგილზე შეისწავლონ მითითებული რეგიონების წყალმომარაგება, მიმდინარე პრობლემები და პრობლემის მოგვარების გზები. მათ კონსულტაციას გაუწევს წყალმომარაგების კომპანიის საპროექტო დეპარტამენტი.

მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომპეტენტური ჟიური სამ გამარჯვებულ სტუდენტს  გამოავლენს. გამარჯვებულებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წლიურ სტიპენდიას გადასცემს და უნივერსიტეტში სწავლის საფასურს გადაუხდის.

გარდა ამისა, კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან წყალმომარაგების კომპანიის ტრეინინგ-ცენტრში და სტაჟირების გავლის შედეგად დასაქმდებიან წყალმომარაგების კომპანიაში.

 




სიახლეები