საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადება


2018-03-30

1-დან 3 აპრილის ჩათვლით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქ. მარტვილსა   და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის ნაწილში სასმელი წყლის მილების სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. კერძოდ, სამუშაოები დაგეგმილია: პატარა ინჩხურის პირველ ჩიხში №1-დან №6  ჩათვლით, მეორე ჩიხში №2-დან №15-ის ჩათვლით, პატარა ინჩხურის ქუჩის №35-დან №64-ის ჩათვლით. აგრეთვე, მარტვილის რაიონის დადიანის ქუჩის №75-დან №94-ის ჩათვლით, 9 აპრილის ქუჩის №11, №13, №15 ნომრებში, 9 აპრილის ქუჩის  №17-დან 71-ის ჩათვლით, თამარ მეფის ქუჩის №1, №2, №3 და №4 შესახვევებში, თამარ მეფის ქუჩის №26, №29, №35 ნომრებში, თამარ მეფის ქუჩის  №40-დან №88-ის ჩათვლით, გეგიას ქუჩის №14, წოწორიას ქუჩის პირველი შესახვევში, წოწორიას ქუჩის №38-დან - №180-ის ჩათვლით.  

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქლორის შემადგენლობა სასმელი წყალში დასაშვებ ნორმაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 1-3 აპრილის ჩათვლით სასმელი წყლის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულებით დაუშვებელია.




სიახლეები