
გამწვანების აქცია მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში
2018-03-23
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა გამწვანების აქციის ფარგლებში ფოთლოვანი ხეების 55 ნერგი 22 მარტს - წყლის საერთაშორისო დღეს დარგეს და აღნიშნული აქციით მსოფლიოს შეუერთდნენ.
კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებმა ფოთლოვანი ხეების 30 ნერგი ციხისძირის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოში პატარებთან ერთად დარგეს და სახელებიც დაარქვეს.
აქცია სახელწოდებით - „ხე, როგორც სიცოცხლის წყარო“ ქალაქ დუშეთშიც გაიმართა. აქციის ფარგლებში, ქ.დუშეთის შემოსასვლელში, ფოთლოვანი, სხვადასხვა ჯიშის 25 ნერგი დაირგო.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გამწვანების აქციებს მომავალშიც გამართავს.