მარნეულის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს


2012-01-10

დღეს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს და ქვემო-ქართლის გუბერნატორს დავით კირკიტაძეს მარნეულის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო.

წყალმომარაგების საკითხი მარნეულში წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მარნეულის 35 ათასამდე მოსახლე წყალს, ყოველ მეორე დღეს 4 საათიანი გრაფიკით იღებდა.

მარნეულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აშენდა წყლის ერთი სატუმბი სადგური, ხოლო მეორე მშენებლობის პროცესშია. წყლის სათავე ნაგებობაზე მიმდინარეობს სადრენაჟე სისტემის მოწყობა. ასევე, 600კუბურ მეტრიანი რეზერვუარის მშენებლობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მარნეულის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს ყოველდღიურად 7-8 საათიანი გრაფიკით მიიღებს. პროექტზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.




სიახლეები