ტრეინინგ ცენტრი
დღეს, მცხეთაში წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგში დასაქმებული ადამიანებისათვის სპეციალური ტრენინგ ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული ცენტრი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ორგანიზებით, მცხეთის მომსახურების ცენტრის ბაზაზე აშენდა.
ტრენინგ ცენტრში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ. სპეციალისტთა გადამზადება, კომპანიის პრიორიტეტების გათვალისწინებით მოხდება.
ტრენინგ ცენტრის მშენებლობასთან ერთად, მცხეთაში ასევე განხორციელდა 30 ადამიანზე გათვლილი სასტუმროს ტიპის სახლის მშენებლობაც, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული მსმენელები ღამის კომფორტულად გათევას შეძლებენ. ტრენინგ ცენტრის შენობა და მიმდებარე ტერიტორია მსმენელებისთვის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების საშუალებას იძლევა.
ტრეინინგ ცენტრი დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - რამაზ ნიკოლაიშვილმა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან - ირაკლი კვაშილავასთან ერთად გახსნა.