წითელი ჯვარის წარმომადგენლობამ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა
დღეს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და წითელი ჯვარის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიას უსასყიდლოდ გადმოეცა 17 632 შვეიცარიული ფრანკის ღირებულების ლაბორატორიული აღჭურვილობა, ქიმიური რეაქტივები და მასალები, რომელიც წყლის ხარისხის მონიტორინგისთვისაა განკუთვნილი.
წითელი ჯვარის წარმომადგენლობასთან შეხვედრისას კომპანიის ხელმძღვანელობამ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა და ხელი მოაწერა ლაბორატორიული აღჭურვილობისა და ქიმიური მასალების გადმოცემის ხელშეკრულებას. Aასევე მომავალი წილიდან დაიგეგმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მშენებელ-ინჟინერთა ტრეინინგი EPANET-ის საინჟინრო პროგრამაზე.
EPANET-ში სპეციალურად ამ ტრეინიგისთვის წითელი ჯვარის წარმომადგენლობა გეგმავს აღნიშნული პროგრამის სპეციალისტის შვეიცარიიდან მოწვევას. ლექციები რამოდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება, რის შემდეგაც ინჟინრები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ.